ქართველების გენეტიკა და მათი ჰაპლოჯგუფები
Monday, September 26, 2016
ქართველების გენეტიკა და მათი ჰაპლოჯგუფები
მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ისტორიის და მათი წარმოშობის შესასწავლად თანამედროვე მეცნიერება არქეოლოგიასთან ერთად ფართოდ იყენებს თანამედროვე გენეტიკურ მეცნიერებებს. დღეს ერის ეთნოგენეზისა და წარმოშობის კვლევაში გადამწყვეტი როლი გენეტიკურ მეცნიერებას ეკუთვნის.მეცნიერების ამ ახალი დარგის გამოყენებით მრავალ ისტორიულ საიდუმლოებას აეხადა ფარდა. დედამიწაზე არ არის დარჩენილი ხალხი , რომელიც არარის შესწავლილი ამ მხრივ. შექმნილია უამრავი გენეტიკური რუკები. ბუნებრივია, ქართველთა გარკვეულ ნაწილს დააინტერესებს , თუ რა გენეტიკის მატარებელია თანამედროვე ქართველი ერი. უამრავი გენეტიკური რუკების საფუძვლიანი შესწავლით და ანალიზით აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად მოქცეულია იმ ზონაში , სადაც იმყოფება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჰაპლოჯგუფ R-ის გავრცელების პროცენტული მაჩვენებლის დონით. ეს მკაფიოდ ჩანს ჰაპლოჯგუფ R-ის მთავარ მსოფლიო გენეტიკურ რუკაზე. ჰაპლოჯგუფი R არის ძირითადად ინდოევროპული წარმოშობის ხალხებში გავრცელებული გენი, რომელიც წარმოიშვა დაახლოებით 34 ათასი წლის წინ სამხრეთ ციმბირში. ამ გენის მატარებელი იყო ბავშვი, რომლის ჩონჩხი ნაპოვნია სამხრეთ ციმბირის ერთ-ერთ რაიონში და მისი ასაკი 24 ათასი წელია. ამ გენის ყველაზე მეტი ნაირსახეობები სწორედ ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ციმბირში და ინდოსტანის ნ.კუნძულზეა გავრცელებული. რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა ამ გენის მატარებელი ინდოევროპელი ხალხების ფართომასშტაბიანი მიგრაცია ევროპის კონტინენტზე, რასაც მოყვა ამ კონტინენტის ინდოევროპეიზაცია. მანამდე ევროპის დიდი ნაწილი არა ინდოევროპული წარმოშობის იყო.ამის შემდეგ ჰაპლოჯგუფი R ევროპის კონტინენტზე თანდათან ძირითად გენად იქცა.მანამდე ევროპაში ძირითადად გავრცელებული იყო ჰაპლოჯგუფი I. დღევანდელ ქართველებში ეს გენი პროცენტულად პირველ ადგილს იკავებს, ამ გენს აქვს ნაირსახეობები. სხვადასხვა გენეტიკური რუკების შედარებით ასეთი პროცენტული მაჩვენებელი იკვეთება: R1a-Z93-Z2125--7% ,: R1a- M17-16% ,: R1a- M458-1,5%,: R1a- M558-1,5%. ასევე გავრცელებულია ჰაპლოჯგუფ R-ის ერთ-ერთი შტო R1b, რომელიც დაახლოებით 60%-ია,გავრცელებულია: R1b1a2-(M269),:: R1b1a2a-(L23),:: R1b-Z2103,:: R1b-PF7562,:: R1b-P312,:: R1b,:: R1b1,:: R1b1b2a,:: R1b1a2a1,::R1b1ba2, ::R1b1a1-M73. . R1b-ს სახეობებიდან გამოკვეთილად მაღალ პროცენტებშია წარმოდგენილი R1b-Z2103--38%. R1b-ს ერთერთი სახეობა R1b-PF7562 ქართველებში დაახლოებით 3%-ია.ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში 3%-მდეა,რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თურქეთში.ამ სახეობის იშვიათობიდან გამომდინარე ეს მაჩვენებლები მაღალ მაჩვენებლებად ითვლება.უნდა აღინიშნოს,რომ რუკებით ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში R1b-Z2103 -20%-ია,ზოგან კიდევ უფრო მაღალია.ფაქტია,რომ R1b-ს სახეობებში ეს სახეობა პროცენტულად პირველ ადგილს იკავებს. ინტერნეტში არის რუკა რომელშიც საქართველო მოქცეულია R1b-ს 40-60%-იანი გავრცელების ზონაში.თავიდან როცა ამ ჰაპლოჯგუფზე კვლევას ვაწარმოებდი ამ რუკას არ ვეყრდნობოდი,რადგან არ მქონდა ნანახი.მოგვიანებით,როცა ეს რუკა ვნახე აღმოჩნდა,რომ ჰაპლოჯგუფ R1b-ს ჩემს მიერ მოძიებული პროცენტული მაჩვენებლები ამ რუკის მონაცემებს ემთხვევა.ანუ ჩემი კვლევით მოძიებული 60%-ი ამ რუკის მონაცემებში ჯდება. ეს არის რუკა რომელიც რეალურ მონაცემს აჩვენებს. R1a-ს 40%-იან მაჩვენებელს აფიქსირებს ერთერთი საერთაშორისო გენეტიკური რუკა სადაც ამ პროცენტის აღმნიშვნელი ხაზი ზუსტად ზედ საქართველოზე გადის. თუმცა სხვადასხვა მონაცემების ერთმანეთთან შედარება გაანალიზებით საშუალო მაჩვენებელი 26%-ის ფარგლებში უნდა იყოს ქართველებში.დასავლეთ საქართველოში R1a 26%-ის ფარგლებში მერყეობს,ხოლო დასავლეთ სამეგრელოში 31%-ის ფარგლებშია, ქართლის რეგიონისა და სამცხე-ჯავახეთის ქართულენოვან მოსახლეობაში 20-23%-ის ფარგლებშია დაახლოებით,ხოლო კახეთის რეგიონში 15%-ია დაახლოებით. ამ საკითხზე მუშაობის დროს ბევრჯერ მომიწია მონაცემების შეცვლა.ეს გამოწვეული იყო იმ საშინელი ქაოსით და გაურკვევლობით რაც ამ სფეროშია გამეფებული ჩვენთან. ეს მონაცემები კი მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ამ მონაცემებით ქართველთა უმრავლესობაში ძირითადი გენებია: R1b--60% და R1a--26%.ეს არის ქართველთა უმრავლესობის საშუალო მაჩვენებლები,რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს. ეს უმრავლესობა ქართველთა დაახლოებით 60%-ს წარმოადგენს. ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფ R-ს კიდევ ერთი ცალკე შტო-R2,დაახლოებით 2%-ია. ეს გენი უძველესი დროიდან იყო გავრცელებული ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.R2 წარმოიშვა შუა აზიაში. ინტერნეტსივრცეში დევს მონაცემები საიდანაც ქართველებში R1b 9%-ია, R1a 7%.საერთოდ გაუგებარია საიდანაა ეს მონაცემები. თურქეთის ტერიტორიაზე,ისტორიულ ტაო-კლარჯეთში და ლაზეთში საერთაშორისო გენეტიკური რუკებით R1b დაახლოებით 35%-ია,(თუმცა არსებობს მონაცემები,რომელზეც დაყრდნობით R1b იქ 40%-ზე უფრო მეტი უნდა იყოს რეალურად), ხოლო R1a დაახლოებით 25%-ია.დღევანდელი ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მოსახლეობა წარმოდგენილია წარმოშობით ქართველებით,თურქებით და ქურთებით,მაგრამ ქართველთა მთავარი გენები R1b და R1a იქ ჯერ კიდევ მძლავრობს და ყველაზე მაღალია თურქეთში. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ამ ორი გენის მატარებელი იყო ტაო-კლარჯეთის ძველი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ოსმალთა მიერ ამ მხარის ოკუპაციამდე.ფაქტია რომ ეს ქართველთა მთავარი გენია,რომელიც ჯერ კიდევ მძლავრობს ამ რეგიონში.ეს მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ თურქეთის მასშტაბით არამედ ევროპის ქვეყნების მასშტაბითაც). ანთროპოლოგიურად ტაო-კლარჯეთის ძველი მოსახლეობა აშკარად პონტოური იყო.ანუ ისეთივე,როგორიც დღევანდელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაა: მეზოკრანია 75-80, თუმცა დასავლეთ საქართველოში ძალიან ხშირია დოლიხოკრანია,განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში,სადაც დოლიხოკრანია მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს,ეს დოლიხოკრანული ანთროპოლოგიური ტიპი განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ სამეგრელოში, რაც ტაო-კლარჯეთის ძველი მოსახლეობის გავლენაა(როგორც ჩანს ტაო-კლარჯეთის ძველი მოსახლეობა ძირითადად დოლიხოკრანიული იყო), სახის დაბალი მორფოლოგიური სიმაღლე და განიერი სახე, ამასთან სახის მთლიანი სიმაღლე მეტია სახის სიგანეზე, მასიური თავის ქალა და ასე შემდეგ. სხვათა შორის შუა საუკუნეების ევროპელი მოგზაურები ქართველებს ხშირად ახასიათებენ გარეგნულად და ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ქართველების მაღალ აღნაგობას და კარგ გარეგნობას.რადგან მაშინდელი ევროპელების თვალით დანახული ქართველები მაღალი აღნაგობის იყვნენ,შეგვიძლია ვთქვათ,რომ შუა საუკუნეების ქართველები დაახლოებით ისეთივე სიმაღლის იყვნენ,როგორებიც დღეს არიან და მაინცდამაინც დიდად არ შეცვლილან.ევროპელები აგრეთვე ხაზს უსვამდნენ ქართველების მაღალ საბრძოლო თვისებებს.ერთერთი მე-16 საუკუნის ევროპელი მოგზაურის გადმოცემით -"იბერები უმამაცესი მხედრები არიან და მრისხანენი ბრძოლის ველზე"). ეს მეზოკრანულ-დოლიხოკრანიული "კოლხური ანთროტიპი" საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. პროცენტულად კი ქართველებში პირველ ადგილს იკავებს მეზოკრანული(76-80) თავის ქალა,რომლის უდიდესი ნაწილი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაზე მოდის.ჩვენ უკვე გვაქვს წარმოდგენა დასავლეთ მესხეთის ისტორიული მოსახლეობის ანთროპოლოგიურ მონაცემებზე და ვიცით,რომ ის ისეთივე იყო,როგორც დღევანდელი აღმოსავლეთ სამეგრელოს მოსახლეობაა,ანუ დოლიხოკრანიული,დაბალსახიანი და ძალიან ფართოსახიანი ანთროპოლოგიური ტიპი,რომელიც სამეგრელოს დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.რაც შეეხება აღმოსავლეთ მესხეთის ძველი ისტორიული მოსახლეობის ანთროპოლოგიურ მონაცემებს ამაზე პირადად არანაირი ოფიციალური ცნობა არ გამაჩნია.ჩემი ვარაუდით აღმოსავლეთ მესხეთში სამცხეში,არტაანში,კოლა-ხორტევანის პროვინციებში ძველი ისტორიული ქართული მოსახლეობა მეზოკრანული უნდა ყოფილიყო,ანუ დაახლოებით ისეთი როგორიც დღევანდელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობაა.ხოლო ჯავახეთის ისტორიული ძველი მოსახლეობა დაახლოებით ისეთივე იყო,როგორც დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაა ანუ იბერიულ-კავკასიური სუბბრახიკრანული და ბრახიკრანული ანთროპოლოგიური ტიპი. R1a წარმოიშვა დაახლოებით 20-22 ათასი წლის წინ სავარაუდოდ სამხრეთ ციმბირში.ჰაპლოჯგუფი R1b წარმოიშვა დაახლოებით 22 ათასი წლის წინ ჰაპლოჯგუფ R1-ს მუტაციის შედეგად.ბოლოდროინდელმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა ამ სახეობის აღმოსავლური წარმომავლობა.მართლაც რაც უფრო მივდივართ დასავლეთიდან აღმოსავლეთით მით მატულობს ამ გენის ძველი სახეობების რაოდენობა.თუმცა არსებობს ამ გენის წარმოშობის სხვა სავარაუდო ადგილებიც.ეს ბუნებრივიცაა,რადგან გენეტიკური მეცნიერება ახალი დარგია.ახალახალი არქეოლოგიური აღმოჩენები მეცნიერულ წრეებში ზოგჯერ დაბნეულობებს და გაურკვევლობებს იწვევს. ძვ.წ.აღრიცხვის 3200-2500 წლებში არსებობდა ეგრეთწოდებული "ямная культура",რომელიც მოიცავდა დღევანდელი მთელი უკრაინის ტერიტორიას და ევროპული რუსეთის სტეპების და ტყესტეპების ზონას.აღმოსავლეთით ის ურალამდე აღწევდა.ამ დიდი კულტურული არეალის ზონაში 9 ლოკალური ვარიანტი არსებობდა. ეს იყო ენობრივად მონათესავე სხვადასხვა ტომების დიდი კონგლომერატი. მისდევდნენ მესაქონლეობას,ნადირობას,თევზჭერას,ეწეოდნენ ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას,ზოგიერთები ბინადარ ცხოვრებაზე გადადიოდნენ.მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ,მაგრამ მას ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანი როლი ეკავა. მისი მოსახლეობა ანთროპოლოგიურად არაერთგვაროვანი იყო და ხშირად რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევებიდან გამომდინარე ვოლგისპირეთის იამნიკების დიდი უმრავლესობა ჰაპლოჯგუფ R1b-ს სახეობების მატარებელი იყო.აქ გავრცელებული იყო ამ გენის აღმოსავლური ვარიანტები.გავრცელებული იყო ის სახეობები რომელიც გავრცელებულია ქართველებში. .თუმცა ამ კულტურული არეალის მხოლოდ აღმოსავლეთ რეგიონების,კერძოდ ვოლგისპირეთის გენეტიკური მონაცემებია მოპოვებული მხოლოდ.ეს არის სარატოვში,ვოლგის შუა წელზე და ყალმუხეთში.ამ კულტურული არეალის დანარჩენ ნაწილზე არც უფრო აღმოსავლეთით და არც დასავლეთით ჯერჯერობით გენეტიკური მონაცემები არ არსებობს. ამ კულტურული არეალის მოსახლეობა იყო ერთერთი დიდი ჯგუფი უძველესი ინდოევროპელების. ერთერთმა რუსმა ისტორიკოსმა ამ კულტურულ არეალს "დიდი მეომრების სამშობლო" უწოდა. ამ არეალში მდინარე ვოლგის შუა წელზე R1b-ს ძველი სახეობების გვერდით დაფიქსირებულია ჰაპლოჯგუფი R1a1a("პოლტავკინსკაია კულტურა"),ეს სახეობაც საკმაოდ მაღალია ქართველებში. ამ დიდი კულტურული არეალის ზოგიერთ ტომებში უფრო მაღალი სიხშირით გავრცელებული უნდა ყოფილიყო ჰაპლოჯგუფ R1a-ს სახეობებიც.თუმცა სხვა ტერიტორიის გენეტიკური მონაცემები ამ ეპოქაზე ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.ასევე ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფი G2a.ესეც აღმოსავლური წარმოშობისაა და ძალიან მაღალი იყო ცენტრალურაზიური წარმოშობის ალანებში.აქედან გამომდინარე ქართველების გენეტიკური წინაპრები 5 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ზემოთხსენებული კულტურის რომელიღაც ნაწილში . აქედან დაიწყო მათი მიგრაცია.დღევანდელი ქართველების გენეტიკური თავისებურებაც აქედან იღებს სათავეს. ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ხალხებში R1b-ს "დასავლეთევროპული" ვარიანტები დომინირებს.ხოლო ქართველებში აღმოსავლური ვარიანტებია გავრცელებული.ძველი წ.აღ.მესამე ათასწლეულში ამ ტერიტორიებზე უფრო ჭარბობდა ჰაპლოჯგუფ R1b-ს სახეობები.ხოლო მოგვიანებით ძვ.წ.აღრიცხვის მეორე ათასწლეულში ამ ტერიტორიებზე წარმოიშვა ახალი კულტურა ეგრეთწოდებული "срубная культура".ეს უკვე ინდოევროპელების სხვა ჯგუფი იყო.ისინი გენეტიკურად ჰაპლოჯგუფ R1a-ს სხვადასხვა სახეობების მატარებლები იყვნენ. R1b-ს ძველი სახეობები გვხვდება ცენტრალურ აზიაში.ეს გენი მართლაც აღმოსავლური წარმოშობისაა და დროთა განმავლობაში მოძრაობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ბოლო წლებში დასავლეთის მეცნიერთა ორი ჯგუფი მუშაობს ზემოთხსენებულ ორივე კულტურაზე და ძალიან საინტერესო და სერიოზულ დასკვნებს აკეთებენ. მათი ცნობით რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა ჰაპლოჯგუფ R1b-ს ყველაზე ძველი ნიმუში აღმოჩენილია რუსეთის ქალაქ სამარასთან.მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ეგრეთწოდებული "იამნაია კულტურა". R1b უნდა იყოს წარმოშობილი ციმბირის სამხრეთ რაიონებში, ალტაისა და საიანის მთების მიმდებარე ტერიტორიებზე.თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს. დასავლეთის მეცნიერებმა და გენეტიკებმა როგორც ჩანს მიიღეს ჩრდილოეთის ქვეყნის მეცნიერებისაგან საჭირო ნაშთები და არტეფაქტები. ქართველთა შორეულ წინაპრებს შეეძლოთ მოეწყოთ შორეული ლაშქრობები და მოგზაურობები ათასობით კილომეტრის მანძილზე და ახალ ახალი ტერიტორიები დაეკავებიათ და აეთვისებიათ.ისინი ძალიან ამტანი ბუნების ხალხი იყო და სიძნელეების გადალახვა შეეძლოთ.ამავე დროს მათ შეინარჩუნეს ერთობა 5 000 წლის მანძილზე. ყველაფერი ეს მხოლოდ ძალიან მამაც და გამბედავ ადამიანებს შეეძლოთ რომლებმაც დაიპყრეს ძველი ევროპა და არამარტო ევროპა.არქეოლოგიურ და გენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით საერთაშორისო მეცნიერული წრეების დიდი უმრავლესობა ადასტურებს,რომ ევროპის კონტინენტის ინდოევროპეიზაცია და ჰაპლოჯგუფების R1a-ს და R1b-ს ფართომასშტაბიანი გავრცელება ერთდროული პროცესი იყო.ბოლოდროინდელ კვლევებზე დაყრდნობით ისინი მიიჩნევენ,რომ ამ გენების მატარებელი ხალხები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ევროპაში.თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიებზე და მის მოსაზღვრე ციმბირის სამხრეთ რაიონებში წარმოიშვა R1b1a2-(M269) და R1a1a-(M17). ინდოევროპელების უძველესი სამშობლოს მთავარი და ძირითადი რეგიონი და ინდოევროპული ენის წარმოშობის ადგილი კი თანამედროვე ყაზახეთის თითქმის მთელი ტერიტორიაა. უშუალოდ "იამნაია კულტურა"-ს შემქმნელი მოსახლეობა გამოსულია ყაზახეთის თვალუწვდენელი სტეპებიდან ძვ.წ.აღრიცხვის მე-4 ათასწლეულში. ისინი მოძრაობდნენ დასავლეთის მიმართულებით და შემოვიდნენ ვოლგა -ურალის რაიონში,სადაც მოგვიანებით შექმნეს "იამნაია კულტურა". უძველესი ინდოევროპელების საცხოვრებელ ტერიტორიებს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა აღმოსავლეთ-აზიური წარმოშობის ხალხების საცხოვრებელი ტერიტორიები. მოგვიანებით იმ ტერიტორიებზე სადაც მოსახლეობდნენ უძველესი ინდოევროპელები თანდათან განსახლდნენ აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული თურქულ-მონღოლური წარმოშობის ხალხები.ზოგჯერ ხდებოდა მათი შერევა დარჩენილ ინდოევროპული წარმოშობის ხალხებთან.სხვადასხვა მეცნიერული კვლევებიდან გამომდინარე მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილიც თანამედროვე ევროპელების წინაპრებად სტეპური წარმოშობის ხალხებს მიიჩნევს. ერთერთი ჯგუფი ინდოევროპელებისა (ინდოარიები) ძველი წ.აღრ.მეორე ათასწლეულში ჩრდილოეთიდან შევიდა ინდოეთის ტერიტორიაზეც.ისინი ჯერ ავღანეთის ტერიტორიას იკავებენ,შემდეგ კი ჩრდილოეთ ინდოეთს. როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველო ჰაპლოჯგუფ R-ს მაღალი სიხშირის ზონაშია მოქცეული,როგორც ეს ზემოთ უკვე ითქვა.ძველად "ყოველი ივერია" მთელ საქართველოს ყველა მის კუთხეს ერქვა.იბერთა გადმოსახლება შეეხო სამხრეთ,აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.ყველგან ერთნაირ პროცესებს ქონდა ადგილი. მე-16 საუკუნეში ოსმალთა ოკუპაციის შემდეგ ტაო-კლარჯეთი დატოვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა,როგორც ეს ცნობილია.ეს ისტორიული არიან ქართლია ინდოევროპელი იბერების საწყისი ბაზა და პლაცდარმი კავკასიაში.ამ მოსახლეობის დიდი ტალღა შემოვიდა დასავლეთ საქართველოში,განსაკუთრებით კი სამეგრელოში,რამაც გამოიწვია ჰაპლოჯგუფ R1b-ს მკვეთრი მატება სამეგრელოს რეგიონში.დღეს ეს ინდოევროპული გენი გამომდინარე აქედან მდინარე ხობისწყალსა და მდინარე ცხენისწყალს შორის თავისი სიხშირის პიკს აღწევს. აღმოსავლეთ სამეგრელოში ძალიან მაღალია ჰაპლოჯგუფი R1b,დაახლოებით 65%--ია,ხოლო R1a დაახლოებით 26%-ია. ჰაპლოჯგუფ G-ს გავრცელების მთავარ მსოფლიო გენეტიკურ რუკაზე აღმოსავლეთ სამეგრელოში მდინარე ხობისწყალსა და მდინარე ცხენისწყალს შორის "ანომალიური" ნულოვანი გენეტიკური სურათია დაფიქსირებული. ანუ ჰაპლოჯგუფი G2a აღმოსავლეთ სამეგრელოში იშვიათად გვხვდება (დაახლოებით 0,5%-ია).ეს ძველი ტაო-კლარჯეთის,ისტორიული არიან ქართლის გენეტიკური სურათის ასლია. გერმანელი ფაშისტების მოღვაწეობის წლებში მოხდა ტერმინ „არიელის“ ბოროტი მიზნებისთვის გამოყენება, რის გამოც მოხდა ამ ტერმინის დისკრედიტაცია. თუმცა თანამედროვე დასავლეთელი და რუსი მეცნიერები ამ ტერმინს ფართოდ იყენებენ ნაშრომებსა და სტატიებში მეცნიერული თვალსაზრისით. და არც ჩვენთვის იქნება ამ ტერმინის გამოყენება უხერხული ამ კონტექსში. ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი გორდონ ჩეილდი თვლიდა,რომ ტერმინი "არიელის"გამოყენება არასწორია მხოლოდ ინდოევროპელთა ერთი ჯგუფის ინდოირანელებისა და ინდოარიების მიმართებაში.ის მიიჩნევდა რომ ამ ტერმინის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა ინდოევროპული წარმოშობის ხალხები. ტემინი Eire(არიელი) ძველ ირლანდიურ ენაშიც გამოიყენებოდა და "თავისუფალ","წარჩინებულ"ადამიანს ნიშნავდა.სომხური ტერმინი "არი"მამაცს ნიშნავდა.Eire ირლანდიის დღევანდელი ადგილობრივი სახელწოდებაა.ანუ ირლანდიელების და კელტების წინაპრებიც საკუთარ თავს არიელებს უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე ეს ტერმინი მართლა არ ეკუთვნის მხოლოდ ინდოირანელებს და ინდოარიებს. "არიული რასა" ბუნებაში არასდროს არ არსებობდა.არსებობენ ინდოევროპული(არიული) წარმოშობის ხალხები,რომლებიც ანთროპოლოგიურად არაერთგვაროვანია და განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უძველესი ინდოევროპელების ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა(მიწათმოქმედება და მესაქონლეობა) წარმოადგენდა.ამასთან მათ მნიშვნელოვანი წარმატებები ქონდათ სამხედრო სფეროში.მათ სახელს უკავშირდება ცხენის ფართოდ გამოყენება სოფლის მეურნეობაში და სამხედრო საქმეში.მეცნიერები უძველესი ინდოევროპელების არიელების ცივილიზაციას ზოგჯერ "სასოფლო ცივილიზაციასაც" უწოდებენ. ისმება კითხვა რატომაა ეს მაჩვენებელი მაღალი ქართველებში, პასუხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ მონაკვეთთან, როდესაც ხდება ისტორიული საქართველოს ტერიტორიების გაერთიანება და ერთიანი იბერიის სამეფოს წარმოქმნა აზონისა და ფარნავაზის ეპოქაში, როდესაც მოხდა პირინეებიდან (იბერიის ნ.კ) აზონისა და მისი მამის იარედოსის მეთაურობით არიული ტომების შემოსვლა კავკასიაში. ეს ისტორია ცოტა სახეშეცვლილად, მაგრამ მაინც შემოინახა ამ ამბებიდან დიდი ხნის შემდეგ შექმნილ „ მეფეთა ცხოვრებაში“ და „მოქცევაი ქართლისაის „ ამბებში.შემდეგ ხდება ამ ტომების ასიმილაცია მათი სახელი კი შემორჩა ქვეყანას და ხალხს,როგორც იბერია და იბერიელები. ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფი G ,რომელიც დაახლოებით 4%-ია.ეს საშუალო მაჩვენებელია,დასავლეთ საქართველოში 3%-ის ფარგლებშია,აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 5%-ი.ხოლო აღმოსავლეთ სამეგრელოში როგორც ზემოთ ითქვა დაახლოებით 0,5%-ია. ამ გენის წარმოშობის სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ამ გენის ყველაზე მეტი სახეობები პამირის მიმდებარე რეგიონებშია გავრცელებული,კავკასიაში კი ამ გენის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება.სავარაუდოდ ეს გენი წარმოშობილია პამირის მიმდებარე რეგიონებში. ამ გენის მატარებელი იყო ისტორიული ალანების უმრავლესობა.ისტორიული ალანები სამხრეთ რუსეთის სტეპებში და ჩრდილოეთ კავკასიის ველებში გამოჩნდნენ 25 საუკუნის წინ,მანამდე მოსახლეობდნენ ცენტრალურ აზიაში. საქართველოში გავრცელებულია G2a.(სხვათაშორის ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი ყოფილა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი).ყოველ შემთხვევაში ის სახეობები,რომელიც გავრცელებული იყო ალანებში და გავრცელებულია ქართველებში მჭიდრო კავშირშია ინდოევროპულ სამყაროსთან. რაც შეეხება ქართველებში ამ გენის არსებობის ფაქტს,შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: ამ გენის რაღაც ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილია ინდოევროპული წარმოშობის იბერების მიერ.რაღაც ნაწილი კი ისტორიული ალანების მიერ.როგორც ცნობილია მე-14 საუკუნის ბოლოს თემურლენგმა ჩრდილოეთ კავკასიის ველებში გაანადგურა ალანთა დიდი სამეფო,რომელმაც სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა.გადარჩენილმა მოსახლეობამ თავი შეაფარა კავკასიის მთებს.სავარაუდოდ რაღაც მცირე ნაწილი სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვიდა. ქართველებში ასევე გავრცელებულია ჰაპლოჯგუფი J, რომელიც დაახლოებით 7%-ია საშუალოდ ქართველებში.ამ გენის წარმოშობის ადგილად ახლო აღმოსავლეთი ითვლება. ამ გენის მატარებელი იყო პროტოქართველური მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც იბერებამდე ცხოვრობდა და პროტოქართულ ენაზე საუბრობდა. ასევე ამ ახლოაღმოსავლური გენის მატარებელი იყო ისტორიული კოლხების უდიდესი ნაწილი.დღეს კი ეს გენი ისტორიულ კოლხეთში,დასავლეთ საქართველოში და სვანეთის რეგიონში 4%-ია. აღმოსავლეთ საქართველოში კი 8-12%-ის ფარგლებში მერყეობს რეგიონების მიხედვით ქართულენოვან მოსახლეობაში. წყალტუბოს რაიონში საწურბელიას მღვიმეში აღმოჩენილია ადამიანის ჩონჩხი, რომლის ასაკი 13 ათასი წელია, გენეტიკურმა კვლევამ დაადასტურა , რომ ეს ადამიანი ჰაპლოჯგუფ J ეკუთვნის.ასევე დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი იქნა ადამიანის ჩონჩხი რომლის ასაკი 9 ათასი წელია.ეს ადამიანიც გენეტიკურად ჰაპლოჯგუფ J-ს ეკუთვნოდა. პალეოგენეტიკური მონაცემებითაც დასტურდება, რომ ეს გენი საქართველოში და კავკასიაში უძველესია. ეს გენი სავარაუდოდ წარმოიშვა 30 ათასი წლის წინ ახლო აღმოსავლეთში. ქართველებში გავრცელებულია ამ გენის J2 სახეობა. ეს გენი მაღალ პროცენტებშია წარმოდგენილი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში(მოხევეებში, ფშავში,მთიულეთში, ხევსურეთში,თუშეთში).აღმოსავლეთ საქართველოს ამ მაღალმთიან კუთხეში დაახლოებით ასეთი გენეტიკური სურათია: J2--70%,:: J1--10%,:: G2a--8%. საქართველოს ამ მაღალმთიან ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ეს გენი შედარებით უფრო დაცული აღმოჩნდა 23 საუკუნის წინ აზონის მეთაურობით მომხდარი იბერიელების დიდი შემოსევის დროს.ამ მაღალმთიანი კუთხის უძველესმა პროტოქართველურმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ფიზიკური არსებობა და გენეტიკური თვითმყოფადობა.დანარჩენი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი მაღალ პროცენტებში გავრცელდა შემოსული იბერიელების გენები: R1b და R1a.ფაქტია,რომ ადგილობრივი,მკვიდრი უძველესი პროტოქართველების ძირითადი გენი იყო J(J2). უახლესი გენეტიკური ზუსტი მეცნიერებიდან გამომდინარე ყველაფერი დღესავით ნათელი და გარკვეულია. უნდა აღინიშნოს,რომ ამ მაღალმთიან კუთხეში მცხოვრები უძველესი პროტოქართველების შთამომავლები ტრადიციულად გვერდში ედგნენ სამეფო ხელისუფლებას და ვაჯკაცურად იბრძოდნენ გარეშე მტრების წინააღმდეგ საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე. რაც შეეხება მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობის გენეტიკურ მონაცემებს, სვანეთშიც დომინირებს ჰაპლოჯგუფები R1b და R1a და უმრავლესობაშია.ორივე ეს სახეობა ერთად აღებული სვანეთში დაახლოებით 80%-ია. მცირედი განსხვავებაა მხოლოდ ის,რომ სვანეთში რამდენიმე პროცენტით უფრო მეტია G2a-P15,ვიდრე დანარჩენ დასავლეთ საქართველოში. G2a-P15 სვანეთში დაახლოებით 10%-ია. ეს მცირე სხვაობა სავარაუდოდ ისტორიულ ალანებს უნდა უკავშირდებოდეს,რომლებიც უძველესი დროიდან ემეზობლებოდნენ სვანეთის რეგიონს ჩრდილოეთიდან.ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფი P1-M45 რომელიც 3%-ია. დღევანდელ ქართველებში კიდევ გვხვდება სხვა გენები, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2,5%-ია. ესენია: Q--0,4%, L--0,5%, E--0,3%, T--0,5%, I--0,8%. ქართველებში გვხვდება ერთერთი აღმოსავლეთ-ევრაზიული გენი Q,რომელიც დაახლოებით 0,4%-მდე მერყეობს ქართველებში. ის უეჭველად შემოტანილია ინდოევროპული წარმოშობის იბერების მიერ.ამ გენის წარმოშობის ადგილად სამხრეთ-ცენტრალური ციმბირი ითვლება.ეს გენი დღეს მაღალ პროცენტებში წარმოდგენილია ციმბირის მკვიდრი აბორიგენული მოსახლეობის სხვადასხვა ხალხებში და შუა აზიის ზოგიერთ რაიონებში.აგრეთვე ეს გენი წარმოადგენს ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ინდიელების მთავარ გენს,რომელიც შეიტანეს მათმა წინაპრებმა ციმბირიდან უძველეს დროს.როგორც ვარაუდობენ ამ გენის მატარებლები უნდა ყოფილიყო ჰუნები.ეს გენი თან მოყვათ ქართველთა გენეტიკურ წინაპრებს აღმოსავლეთის სტეპებიდან. ეს ჰაპლოჯგუფები წარმოადგენს Y-DNA(მამრობითი ხაზის) ჰაპლოჯგუფებს.ამავე დროს არსებობს მდედრობითი ხაზის MT-DNA ჰაპლოჯგუფები.ქართველებში ძირითადად გავრცელებულია მდედრობითი ხაზის მიტოქონდრიული შემდეგი ჰაპლოჯგუფები: H: U: K: T: W: J: X: HV: I: D. გავრცელებული ჰაპლოჯგუფები და მათი სახეობები ინდოევროპელებისთვის დამახასიათებელი სახეობებია.პროცენტულად ეს ჰაპლოჯგუფები ასე გამოიყურება: H-20%: U-32%: K-12%: T-13%: W-8%: J-3,1%: X-2,7%: HV-3: I-0,4%: D--5%.ეს ქართველთა დაახლოებით 60%-ის პროცენტული მაჩვენებლებია და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის მონაცემებია.ქართველთა დანარჩენი 40%-ის მაჩვენებლებიც დაახლოებით ასეთია.შესამჩნევი განსხვავება შეინიშნება მხოლოდ ორ მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფს შორის,რომლებიც განსაკუთრებით მაღალ პროცენტებშია დასავლეთ საქართველოში.ეს ჰაპლოჯგუფებია U და W. აღმოსავლეთ საქართველოში U დაახლოებით 26,5%-ია,ხოლო W-3%-ია. ყველა ეს მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები ნაპოვნია "იამნაია კულტურა"-ს უძველესი მოსახლეობის სამარხებში.მდედრობითი ხაზის ეს ჰაპლოჯგუფები არ უნდა აგვერიოს ამავე სახელწოდების ზოგიერთ მამრობითი ხაზის Y-DNA ჰაპლოჯგუფებში. MT-DNA(მდედრობითი) ჰაპლოჯგუფი D(D4) გავრცელებულია დღევანდელ ქართველებში,აგრეთვე ისტორიულ ლაზეთში და ტაო-კლარჯეთში.ეს წმინდა აღმოსავლეთ აზიური გენია,რომელიც აშკარად თან მოყვათ ქართველთა გენეტიკურ წინაპრებს აღმოსავლეთის სტეპებიდან.ეს აღმოსავლეთ აზიური ჰაპლოჯგუფი დასავლეთ საქართველოში 5%-ია,ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 7%. ქართველებში ამ გენის საშუალოდ 6%-მდე არსებობა ძალიან მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მასშტაბით.ამ რეგიონის ქვეყნებში ეს გენი თითქმის არ გვხვდება.ეს გენი ამ რეგიონისთვის უცხოა. რაც შეეხება გადმოსახლებულ იბერებს სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით ისინი სამი ეთნიკურად,გენეტიკურად და ენობრივად მონათესავე არიული ტომის ერთობას წარმოადგენდა.მალე ერთი ტომი დარჩა ტაო-კლარჯეთში,მეორე განსახლდა აღმოსავლეთ საქართველოში,მესამე კი დასავლეთ საქართველოში.ტაო-კლარჯეთში დასახლებული ტომის ბრანჯების სახელი ნახევრად ლეგენდასავით შემოინახა ძველმა მატიანემ. რაც შეეხებათ ძველ ლაზებს,ისინიც იბერთა ერთერთი ტომია,რომელიც განსახლდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. სავარაუდოდ ისინი იბერთა ცალკე მეოთხე ტომს წარმოადგენდნენ.მათი სატომო სახელი "ლაზი"იბერთა ერთერთი ტომის უძველესი სახელია,ისევე როგორც "ბრანჯი". ამგვარად ქართველებში პროცენტულად ძირითადი გენია ჰაპლოჯგუფი R..დაახლოებით ამგვარი გენეტიკური სურათია რეალურად საქართველოში.{რაც შეეხება ქართველთა ანთროპოლოგიას.მოკლედ თუ ვიტყვით ქართველები სამხრეთ ევროპეოიდები ვართ.აქედან გამომდინარე ზოგიერთი ცნობა,რომ თითქოს ქართველებში ჭარბობს ნათელი ფერის თმები და ღია ფერის თვალები რეალობას არ შეეფერება.ეს ვიზუალურად ისედაც ჩანს.ერთერთი საერთაშორისო რუკა რომელიც აფიქსირებს ნათელთმიანობის გავრცელების პროცენტულ მაჩვენებლებს საქართველოს ათავსებს 20-50%-იან ზონაში.ამ ზონაში მოქცეულია აგრეთვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.ბუნებრივია ქართველები ვერ იქნებიან ამ პროცენტული მაჩვენებლის ზედა ზღვართან.ჩვენ ვართ ამ მაჩვენებლის ქვედა ზღვართან ახლოს.აქედან გამომდინარე ნათელთმიანობა დამახასიათებელია ქართველთა დაახლოებით 20%-ისთვის.თუმცა ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით სამხრეთ ევროპის ყველა ქვეყანას,რომლებიც მოქცეულნი არიან ნათელთმიანობის 19%-იან ზღვარს ქვემოთ. როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში დომინირებს მუქი ფერის თმები(მუქი წაბლისფერი, წაბლისფერი, ღია წაბლისფერი, შავი). რაც შეეხება თვალის ფერს,ქართველებში დომინირებს ყავისფერი,ღია ყავისფერი და რუხი ფერის თვალი.თუმცა აგრეთვე საკმაოდ გავრცელებულია ლურჯი,ცისფერი,მწვანე, მუქი და შერეული ფერის თვალები}. ამ მონაცემებზე დაყრდნობით და სხვადასხვა საერთაშორისო თანამედროვე უახლესი მეცნიერული კვლევებით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტი: ქართველების შორეული წინაპრები იყვნენ ერთერთი ჯგუფი უძველესი ინდოევროპელებისა,რომლებიც მოსახლეობდნენ აღმოსავლეთში თვალუწვდენელი სტეპების ან ტყესტეპების ზონაში. შემდგომ მოხდა უძველესი ინდოევროპელების ფართომასშტაბიანი მიგრაცია აღმოსავლეთიდან ევროპის კონტინენტზე.ამ დიდ მიგრაციაში მონაწილეობდნენ ქართველთა შორეული წინაპრებიც.მათ მოახდინეს ევროპის ინდოევროპეიზაცია.23 საუკუნის წინ კი პირენეის ნახევარკუნძულიდან შემოვიდნენ კავკასიაში.აი ეს არის ჩვენი შორეული რეალური ისტორია.ჩვენი, ქართველების გენეტიკური წინაპრები ინდოევროპელების(არიელების) ერთერთი უძველესი ჯგუფია. ძველი ბერძენი და რომაელი მემატიანეების დიდი რაოდენობით ცნობები კავკასიელი იბერების გადმოსახლებაზე გენეტიკური მონაცემებით დასტურდება. დროა შევეშვათ ისეთ დოგმებს,რომ თითქოსდა ქართველები ამ სამყაროს გაჩენიდან მუდამ დღევანდელ ტერიტორიაზე ვცხოვრობდით.ასეთი ერი მსოფლიოში არ არსებობს და არც ჩვენ ვართ.ეს ყველამ ყველგან იცის და მხოლოდ თავს ვიტყუებთ. ქართველ ერს საკუთარი მკვეთრად გამოხატული გენეტიკური მონაცემები აქვს რეგიონში.შეიძლება ითქვას ეს ჩვენი "ეროვნული"გენეტიკური მონაცემებია. ჩვენთან კი ამ სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა.რეალობა ასეთია,რომ დღევანდელი ქართველები გენეტიკურად ინდოევროპული წარმოშობის იბერების მემკვიდრეები არიან,ამავე დროს არიან ადგილობრივი უძველესი პროტოქარტველური მოსახლეობის კულტურული და ტერიტორიული მემკვიდრეები. დროა ამ სფეროში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტებმა სერიოზულად მოკიდონ ხელი ამ დარგს და აღმოფხვრან ის ხარვეზები და ნაკლოვანებები რომელიც ამ დარგში არსებობს.ინტელექტი ჩვენ არავისზე ნაკლები არ გვაქვს,მხოლოდ მეტი მონდომება და ობიექტურობაა საჭირო.გენეტიკური მეცნიერება ზუსტი მეცნიერებაა. ჩემს მიერ მოყვანილი მონაცემები დაფუძნებულია დიდი რაოდენობით გენეტიკურ რუკებზე,რომელიც დაფუძნებულია რეალურ გენეტიკურ მონაცემებზე.თუმცა არსებობს ისეთი რუკებიც,რომელიც ყალბ გენეტიკურ მონაცემებზეა დაფუძნებული. ყალბი და ფალსიფიცირებული მონაცემები უნდა შეიცვალოს რეალური მონაცემებით.ეს ჩვენი ღირსების საქმეა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. უახლესი მეცნიერების გამოყენებით საბოლოოდ გაეცემა პასუხი კითხვას,თუ ვინა ვართ ქართველები და საიდან მოვდივართ.ეს პასუხი კი ჩვენთვის ქართველებისთვის საამაყო იქნება..
Subscribe to:
Posts (Atom)